საგადასახადო ამნისტია

საგადასახადო ამნისტია
წარმოადგენს საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფისკალურ მექანიზმს. საგადასახადო ამნისტიის პირველადი დანიშნულებაა გადასახადების ამოღების სწრაფი გაუმჯობესება. ამან შესაძლოა, ან გაამართლოს, ან არა, რადგან გადასახადების გადამხდელებს შეექმნებათ ილუზია მომავალი საგადასახადო ამნისტიების შესახებ, რაც მათი პასუხისმგებლობის ხარისხს შეამცირებს. საგადასახადო ამნისტიების ძირითადი მიზანია მთავრობის შემოსავლების გაზრდა. იგი სთავაზობს ურჩ გადამხდელებს შესაძლებლობას, ბიუჯეტში დააბრუნონ დამალული გადასახადები იმ პირობით, რომ მათ არ დაეკისრებათ სანქციები და ჯარიმები. ამასთან ერთად, ამნისტიას განიხილავენ არა როგორც ერთჯერადი შემოსავლების აკუმულირების შესაძლებლობას, არამედ მექანიზმს, რათა ურჩი გადამხდელები მომავალში პატიოსნად მოიქცნენ და აღარ გააგრძელონ წარსული დაუმორჩილებლობა. უფლებამოსილება: საგადასახადო ამნისტიამ უნდა განსაზღვროს, ვინ არიან ამნისტიის სუბიექტები, ანუ ვისზე ვრცელდება ამნისტია. როგორც წესი, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ამნისტიის სუბიექტია გადასახადის ნებისმიერი გადამხდელი, რომლის დაფარული დავალიანების შესახებ ფისკალურმა სამსახურებმა არც კი უწყიან. ამ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც საგადასახადო აღრიცხვაზე დგანან და ისინიც, ვინც თავს არიდებენ აღრიცხვას. გადასახადების გადამხდელების მიმართ, ვის წინააღმდეგაც ამნისტიის პერიოდში გამოძიება მიმდინარეობს („ურჩი გადამხდელები“), დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი ამნისტია იმ პირებზეც ვრცელდება, რომელთა შემოსავლების დაფარვის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არსებობს. როგორც წესი, როგორც მუდმივი, ისე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მქონე მოქალაქეები, უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ამნისტიის პროგრამაში. იგივეს თქმა შეიძლება ბიზნეს კორპორაციებზეც. დაფარვის არე: ამნისტიამ უნდა დააკონკრეტოს, თუ რა სახის გადასახადებზე ვრცელდება იგი. ბევრი ამნისტია ეხება მხოლოდ ერთი ტიპის გადასახადს, მაგალითად, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი, სესხის გადასახადი, ან საკუთრების გადასახადი. გადასახადის სახესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად ზღუდავს ამნისტიის მონაწილე გადასახადის გადამხდელის ტიპს. მიზანი: „ამნისტია“ ნიშნავს „პატიებას“. მან უნდა განსაზღვროს გადაუხდელი გადასახადების ოდენობა, ინტერესი, და ის სანქციები, რომელთა გამოყენებასაც არ აპირებენ ფისკალური სამსახურები. თითქმის უნივერსალური გამოცდილებაა, რომ ამნისტიები ამცირებენ ან საერთოდ აუქმებენ სამოქალაქო ან/და სისხლის სამართლებრივ სანქციებს გადასახადების გადაუხდელობის გამო. თუმცა, როგორც გადაუხდელ გადასახადებთან, ისე მათ ინტერესებთან დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი. თითქმის ყველა ამნისტია ინდივიდის ან ფირმისაგან მოითხოვს ყველა წინა გადასახადის გადახდას; თუმცა, ზოგიერთი ამნისტია უფლებას იძლევა, გადაუხდელ გადასახადებზე გავრცელდეს ის ფორმულა, რომელიც ამნისტიის დროს მოქმედებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ინდოეთში გამოცხადებული ამნისტიის დროს ინდივიდებს მოსთხოვეს, დაეფარათ დამალული საშემოსავლო გადასახადის მაქსიმუმ 30%, რადგან 1997 წლის თებერვალში მოხდა გადასახადების ლიბერალიზაცია. მოქმედება დროში: ამნისტია შესაძლოა, მოქმედებდეს წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში, ჩვეულებრივ ეს გრძელდება ორი თვიდან ერთ წლამდე. საინფორმაციო კამპანია, რომელიც თან ახლავს დროებით ამნისტიებს, როგორც წესი, ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გადასახადების გადამხდელებს აქვთ მხოლოდ ერთჯერადი შესაძლებლობა, განაცხადონ უწინ გადაუხდელი ყველა გადასახადის შესახებ. თუმცა, ზოგიერთ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა მრავალჯერადი ამნისტიების მოქმედება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელისუფლება წინასწარ საუბრობდა ერთჯერად ამნისტიაზე. მაგალითად, ინდოეთმა გამოაცხადა 6 ამნისტია 1970-იანი წლების ბოლოს. იგივე განმეორდა არგენტინაში, ბელგიაში და ფილიპინებშიც.
Source: პროექტი საქართველოს კანონი საგადასახადო ამნისტიის შესახებ//თავისუფლება .\#2 (26) - თავის. ინ-ტი. თბ., -2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "საგადასახადო ამნისტია" в других словарях:

  • სადამსჯელო ამნისტია — გადასახადებისაგან თავის არიდების გამო გასამართლებული ინდივიდებისათვის სასჯელის შემსუბუქება. პირველი ტიპის ამნისტია აქტიურად გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებში, მაშინ როდესაც მეორე სახის ამნისტია გამოიყენებოდა იტალიაში (ხუთი ამნისტია 1973 და 1984… …   Georgian encyclopedia

  • საგამოძიებო ამნისტია — გადასახადების გადამხდელებისათვის მიცემული შესაძლებლობა, ფინანსური ამნისტიის საფასურის დაფარვის შედეგად, გათავისუფლდნენ აუდიტური შემოწმებისაგან. პრინციპში, ეს არის შეთავაზება, არ გამოიძიონ გადასახადების გადამხდელების დასაბეგრი დაფარული საშემოსავლო …   Georgian encyclopedia

  • ამნისტიის ხარჯები — ამნისტია წარმოქმნის მცირე და გაზვიადებულ „ამნისტიურ“ შემოსავლებს; ამცირებს პოსტამნისტიურ პერიოდში გადასახადების გადახდას იმ პატიოსანი გადამხდელებისაგან, რომლებიც ამნისტიას მიიჩნევენ უსამართლოდ, იმ ინდივიდებისაგან რომლებიც არიან ნაკლებად… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»